მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გიზ-გიზს" მესტიის შემდეგ, გუდაურმა უმასპინძლა - ფესტივალის დეტალები

გუდაური

"გიზ-გიზს" წელს სვანეთის შემდგომ გუდაურმა უმასპინძლ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ფესტივალის ფარგლებში, გუდაურში კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო, სადაც მეწარმეებს საშუალება აქვთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტები.

"„გიზ-გიზისფარგლებში მიმდინარეობდა სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეებმა ზრუნე. „გიზ-გიზიზამთრის სათხილამურო კურორტებზე, საერთაშორისო ჩემპიონატების პერიოდში ტარდება და საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ტურისტების მოზიდვას", - წერს ადმინისტრაცია.

მათივე ცნობით, „გიზ-გიზი“ გუდაურში, სნოუბორდ კროსის დისციპლინაში, მსოფლიო თასის ეტაპის დასკვნითი საერთაშორისო ღონისძიები პერიოდში ჩატარდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი მეორე წელია იმართება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე, ფესტივალის ორგანიზების არც გამარტივებული შესყიდვა და არც ტენდერი არ გამოცხადებულა. bm.ge ტურიზმის ადმინისტრაციისგან გამოითხოვს, რა დაუჯდა ბიუჯეტს ფესტივალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები