მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლდანსა და სამგორში ბინების გაყიდვების კლება შეიმჩნევა - "თიბისი კაპიტალი"

ფდდგ
BM. GE
26.08.23 21:35
22

გლდანსა და სამგორში ბინების გაყიდვების კლება შეიმჩნევა, - ამის შესახებ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ "თიბისი კაპიტალის" მიერ მომზადებულ მიმოხილვაში წერია.

რაც შეეხება თბილისის უბნებს, რომლებიც ბინების გაყიდვებით ლიდერობს, 2023 წლის ივლისში  საბურთალო პირველ ადგილს იკავებს, მეორე ადგილზეა დიდი დიღომი. ეს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ "თიბისი კაპიტალის" მიერ მომზადებულ მიმოხილვაში წერია.

მიმოხილვის მიხედვით, დიდუბეში, კრწანისსა და ისანში ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ხოლო წლიური კლება შეიმჩნევა გლდანსა და სამგორში.

რაც შეეხება ძველ ბინებს, გაყიდვებში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა სამგორსა (+38%) და ნაძალადევში (+30%) დაფიქსირდა.

ფასს რაც შეეხება, "თიბისი კაპიტალის" ცნობით, საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე ვაკეში და მთაწმინდაზე $2 000-ს გადააჭარბა. ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში კვლავ ორნიშნა წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით ვაკე (+42%), ნაძალადევი (+40%) და მთაწმინდა (+38%) გამოირჩეოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები