მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალურ ბირჟებზე აქციების ფასი იზრდება - რა არის მიზეზი?

ზრდა
BM. GE
05.08.25 18:25
582

გლობალურ ბირჟებზე აქციების ფასი იზრდება. ამის მიზეზი ამერიკის ცენტრალური ბანკის მიმართ გაჩენილი მოლოდინია, რომ ის სექტემბრის თვეში რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს. FED-ის მიმართ მსგავსი განწყობის საფუძველი ახლახან გამოქვეყნებული დასაქმების მაჩვენებელია, რომლის თანახმადაც ივლისში ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

აქციების ფასების ზრდაზე გავლენა კორპორაციულ სექტორში დაფიქსირებულმა დადებითმა კვარტალურმა შედეგებმაც იქონია. პოზიციები მყარად შეინარჩუნა დოლარმაც, რაც ინვესტორების განწყობაზე დადებითად აისახა.

ბაზრებზე ვითარება გარკვეულწილად ტრამპის მიერ დასაქმების ბიუროს სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დათხოვნამ და ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი მიმართულების წამყვანი ფიგურის, ადრიანა კუგლერის გადადგომამ დაძაბა. თუმცა ვითარება მალე დასტაბილურდა და კომპანიების აქციების ზრდის მაჩვენებელი ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები