15-18 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ საქართველოსა და სომხეთს ეწვევა.
დეპარტამენტი წერს, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნეფეს დღის წესრიგში შედის შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან ფართო სპექტრთან. ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ანტიკორუფციული ინსტიტუტებისა და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებთან.
„გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი რიჩარდ ნეფიუ 15-18 იანვარს სომხეთსა და საქართველოში გაემგზავრება. ორივე ქვეყანაში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს, ასევე განსაზღვრავს შემდგომი თანამშრომლობის სფეროებს.
სომხეთში კოორდინატორი ნეფიუ შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის იუსტიციის სექტორისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებს სამოქალაქო საზოგადოების მრგვალ მაგიდაში.
საქართველოში ის შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.