მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსში აზიური ქალაქები დაწინაურდნენ - TOP 10

ინვესტიციები

გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსში აზიური ქალაქები დაწინაურდნენ. კვლევითი ორგანიზაცია Z/Yen Group-ისა და ჩინეთის განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსის მე-40 გამოცემის თანახმად, გლობალური ლიდერის პოზიციას ისევ ნიუ-იორკი ინარჩუნებს, თუმცა აზიური ქალაქები წინ მიიწევენ.

რეიტინგის მიხედვით, ნიუ-იორკი მეორე ადგილზე მყოფ ლონდონს 4 ქულით უსწრებს, ხოლო აზიური ცენტრები ბრიტანეთის დედაქალაქთან ჩამორჩენას მინიმუმამდე ამცირებენ. კერძოდ, ჰონკონგი და სინგაპური ლონდონს მხოლოდ თითო და ორ-ორი ქულით ჩამორჩებიან. ამასთან, საუკეთესო ათეულში 6 აზიური ფინანსური ცენტრი შევიდა.

ცნობისთვის, GFCI 40-ის რეიტინგი მსოფლიოს 117 ფინანსურ ცენტრს აფასებს. კვლევა 6,147 პროფესიონალის შეფასებასა და რაოდენობრივ მონაცემებს ეფუძნება.

გლობალური ფინანსური ცენტრების ტოპ ათეული ასე გამოიყურება:

  1. ნიუ-იორკი - 761 ქულა
  2. ლონდონი - 757 ქულა
  3. ჰონგ-კონგი - 756 ქულა
  4. სინაპური - 755 ქულა
  5. შანხაი - 754 ქულა
  6. ტოკიო - 753 ქულა
  7. სეული - 752 ქულა
  8. შენჟენი - 751 ქულა
  9. დუბაი - 750 ქულა
  10. ციურიხი - 749 ქულა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები