მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალური IT შეფერხება Delta Air-ს $500 მლნ დაუჯდა - CEO

air

Delta ავიახაზების გენერალურმა დირექტორმა, ედ ბასტიანმა Squack Box-თან ინტერვიუში თვის დასაწყისში მომხდარი გლობალური IT შეფერხება კომპანიას $500 მილიონი დაუჯდა. ბასტიანის თქმით, ზარალი კომპანიამ არა მხოლოდ შემოსავლის დაკარგვით მიიღო, არამედ, ათეულობით მილიონი დოლარი მგზავრების კომპენსაციასა და სასტუმროების ჯავშნებსაც მოხმარდა.

Delta-ს ხელმძღვანელმა ინტერვიუში არ დააკონკრეტა, ზუსტად რამდენი მგზავრისთვის დაეკისრა კომპანიას ხარჯების ანაზღაურება, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი “ათასობით” შემთხვევაა.

25 ივლისს Crowdstrike-ის პროგრამული განახლების გამო, რომელმაც Microsoft-ის სისტემაზე მომუშავე კომპანიების ქსელიდან გათიშვა გამოიწვია, Delta-ს 5 000-ზე მეტი ფრენის გაუქმება მოუწია. ბასტიანი აღნიშნავს, რომ კომპანიამ მექანიკურად აღადგინა 40 000-ზე მეტი სერვერი. ტექნიკური შეფერხების შემდეგ კი ავიახაზები მგზავრთა გაზრდილ ნაკადებს ვეღარ აუდიოდნენ, რამაც დამატებითი ზარალი გამოიწვია.

ედ ბასტიანი აღნიშნავს, რომ Crowdstrike-ს Delta-სთვის ზარალის ანაზღაურება არ შეუთავაზებია. ავიაკომპანია კი ფინანსურ კომპენსაციას სასამართლო გზით ითხოვს.

განახლება, რომელმაც მსოფლიო გააჩერა - რა მოხდა CrowdStrike-ის თავს?

გლობალური IT-შეფერხება 8.5 მლნ კომპიუტერს შეეხო - Microsoft

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები