მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალური ომის პარტია მოსკოვშია, აშშ კი საქართველოს მეგობარია - დევიდ კრამერი

დევიდ კრამერი

ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი აცხადებს, რომ გლობალური ომის პარტია მოსკოვშია, აშშ კი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, არასწორთან ერთად, სისულელე და შეურაცხმყოფელია განცხადებები, რომ აშშ გლობალური ომის პარტიის ნაწილია ან საქართველოს ომში ჩართვა სურს.

„ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ამჟამად საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთია. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მეგობრები მოსკოვში არიან. შეერთებულმა შტატებმა 6.5 მილიარდი დოლარი დახარჯა საქართველოს დასახმარებლად, მისი დემოკრატიული განვითარებისთვის. აშშ-ის გლობალური ომის პარტიის ნაწილად აღწერა ერთდროულად სისულელე და შეურაცხმყოფელია, გარდა იმისა, რომ სულ მცირე არასწორია. გლობალური ომის პარტია მოსკოვშია. ჩვენ არ გვაქვს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული, რუსულ ძალებს აქვთ. ვიმედოვნებ, ყველას ესმის, რომ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი შეერთებული შტატებია და ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ვიხილოთ ომის გაფართოება, რომელიც რუსეთმა უკრაინაში დაიწყო. მოსაზრება, რომ საქართველოს ომში ჩათრევა გვსურს, ასევე ნონსენსია”,- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) მასპინძლობენ თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები