იტალიური “ნაპოლის” შემტევი ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ყოველწლიური პრემიის ნომინანტებს შორის მოხვდა. წლის 30 საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე მასთან ერთად წარდგენილები არიან: მესი, ჰალანდი, რონალდუ, მბაპე და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრებს 7 დეკემბრამდე საკუთარი რჩეულის დასახელება შეუძლიათ, რის შემდეგაც სია შემცირდება. საბოლოოდ გამარჯვებულს კი ჟიური გამოავლენს, რომელთა შორისაც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები - ფრანჩესკო ტოტი, ლუიშ ფიგუ, მარჩელო ლიპი და იკერ კასილიასი არიან.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონობითა და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოპოვების წყალობით “France Football-ის” მიერ ჩატარებულ ოქროს ბურთის გამოკითხვაში მე-17 ადგილი დაიკავა.
გეტყვით იმასაც, რომ Globe Soccer Awards-ის პრემიებს სხვადასხვა ნომინაციებში წლის რჩეულებს ევროპის კლუბების ასოციაცია (ECA) და ევროპის საფეხბურთო აგენტთა ასოციაცია (EFAA) ერთობლივად გადასცემენ. რიგით მე-14, 2023 წლის საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონია მომავალი წლის 19 იანვარს, დუბაიში გაიმართება.