მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გმირთა მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ

აქცია

გმირთა მოედნის მიმდებარედ, ცირკის ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ და რამდენიმე პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას ტელევიზიები თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეების, რომლებიც თავდასხმის ადგილას იმყოფებოდნენ ყვებიან, რომ დაახლოებით 5-6 მანქანიდან „ათლეტური აღნაგობის“ ადამიანები გადმოვიდნენ და მომიტინგეებს სქესისა და ასაკის განურჩევლად ფიზიკურად დაესხნენ თავს.

თვითმხილველები თავდასხმის შესაბამის ვიდეოებსაც ავრცელებენ.

მომიტინგეების ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანებმა კლინიკებში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, გმირთა მოედანზე საპროტესტო აქცია დღეს 18 საათიდან დაიწყო. გზის გადაკეტვის რამდენინმე მცდელობისას პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, რის შემდეგაც მოედანზე შეკრებილ მომიტინგეებს რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეები შეუერთდნენ, რის შემდეგაც საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე და მარცხენა სანაპიროზე ჩაიკეტა. რამდენიმე საათიანი პიკეტირების დროს აქციის მონაწილეები, რომლებიც გადაწყვეტილებებს სპონტანურად, ერთმანეთთან კოორდინაციით იღებდნენ ხელისუფლებას "რუსული კანონის" გაწვევისკენ მოუწოდებდნენ. აქციის მონაწილეები ასევე აქციების დროს შსს-ს მიერ დაკავებული პირების გათავისუფლებას და მოძალადეების დასჯას ითხოვდნენ. ამ დროისთვის გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეები იშლებიან და საავტომობილო გადაადგილებაც შესაძლებელი ხდება. მომიტინგეები აქციების გაგრძელებას მომდევნო დღეებშიც გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები