მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gnomon Wise-ის კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - მაისი 2023

64633e4f1d4c5
BM.GE
16.05.23 12:25
612
სამხრეთ კავკასიაში 2022 წელს არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის ტემპი მიმდინარე წლიდან შემცირებულია. 2023 წლის პირველი ორი თვის მდგომარეობით, კავკასიის ეკონომიკის ზრდა 4.5%-ია, სადაც გამორჩეული ქვეყანა სომხეთია. ამ უკანასკნელში ზრდა ორნიშნა მაჩვენებელზე ნარჩუნდება. ორნიშნა მაჩვენებელზე რჩება აზერბაიჯანში ინფლაცია, ხოლო საქართველოსა და სომხეთში თვალსაჩინოდ შემცირებულია. ამ პირობებში აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს, ხოლო საქართველოში პოლიტიკის შერბილება დაიწყო. სომხეთში კი მონეტარული პოლიტიკა უცვლელია.

სომხეთში ეკონომიკა 14.2%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოში 10.1%-ით. ამ ქვეყნების ზრდაში არსებითი წვლილი რუსეთიდან მიგრანტებმა და შესაბამისად, ფინანსურმა ნაკადებმა ითამაშა. 2022 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 4.6%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველს ორ თვეში კავკასიის საშუალო ზრდა 4.5%-ია, რაც იანვარ-თებერვალში 4.3% იყო.

მიმდინარე წელს კავკასიის ქვეყნებში ინფლაციის ტემპი შემცირებულია. აპრილში სომხეთში წლიურმა ინფლაციამ 3.2% შეადგინა, რაც მარტში შედარებით, 2.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ამ პერიოდში, საქართველოში ინფლაცია 2.7%-ია, რომელიც წინა თვესთან შედარებით, 2.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. აზერბაიჯანში კი ინფლაცია კვლავ ორნიშნა რჩება. აპრილში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 12.8% იყო. მარტში -13.6%.

ვრცლად კავკასიის ეკონომიკის მაისის თვის მიმოხილვა იხილეთ ბმულზე: https://gnomonwise.org/ge/publications/analytics/122 

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები