მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gnomon Wise-ის კვლევა: სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების დინამიკა

6448c96747f19
BM.GE
26.04.23 10:41
630
კვლევითმა ინსტიტუტმა Gnomon Wise-მა გამოაქვეყნა კვლევა: „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების დინამიკა სასამართლოს ინსტიტუციური ევოლუციის ჭრილში“.

კვლევა ერთგვარად ეხმიანება საქართველოში წლების განმავლობაში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგებლების გავრცელებულ რიტორიკას, რომლის მიხედვითაც, 2012 წლამდე პერიოდთან შედარებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, დრამატულად არის შემცირებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილ საჩივართა რაოდენობა, რაც მათივე განცხადებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სასამართლოსადმი ნდობის ზრდის შედეგია.

კვლევის მთავარი შეკითხვაა, რამდენად არის ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი, სასამართლოს დანაყოფებისთვის გადაცემული და მის წინაშე მიმდინარე საქმეების რაოდენობის ცვლილება ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობისა და სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის ხარისხის ინდიკატორი, კვლევის მიგნებები ამ სახის ცალკეული განცხადებებიდან შინაარსობრივ დისკუსიაზე გადასვლას ახალისებს.

კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, როგორც ზოგადად სასამართლოსთან, ასევე, კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით არსებული გარემოებები, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებს მხოლოდ საანგარიშო პერიოდების მიხედვით არსებული მონაცემების შედარების გზით ამ სახის დასკვნების გამოტანის შეუძლებლობაზე. ერთ-ერთი ასეთი თვალსაჩინო გარემოება 2008 წლის ომიდან გამომდინარე საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ათასობით საჩივარია, რომლის მაგალითზეც კარგად ჩანს, თუ როგორ შეუძლია თუნდაც სხვა ქვეყნის მიერ მართულ კამპანიას, რადიკალურად შეცვალოს მეორე ქვეყნის სტატისტიკური სურათი. მხოლოდ ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ 3 300-ზე მეტი იდენტური, ინდივიდუალური საჩივრი დარეგისტრირდა, რამაც გავლენა იქონია არა მხოლოდ 2008 წლის სტატისტიკურ მონაცემებზე, არამედ შემდეგ წლებში საქმეთა განხილვის მიმდინარეობაზეც. ცხადია, ამ საჩივრების ჩათვლა ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობის შესაფასებლად, მისი კამპანიური ხასიათიდან და აშკარად უსაფუძვლობიდან გამომდინარე, დაუშვებელია.


ვრცლად კვლევა და მისი მიგნებები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები