მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gnomon Wise: საქართველოს აგრარული სექტორის მაჩვენებლებისა და გამოწვევების ანალიზი - სამთავრობო პოლიტიკის მიმოხილვა

64774378742d8
BM.GE
31.05.23 16:52
498
საქართველოს აგრარული სექტორი სხვა სექტორებთან შედარებით ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული საგადასახადო და რეგულაციური მიდგომებით სარგებლობს, თუმცა ამის მიუხედავად, სხვა სექტორებზე გაცილებით წარუმატებელია. 2015-2023 წლებში საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზარდა, ხოლო აგრარული სექტორის რეალური ზრდის ტემპი მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 2% იყო. აგრარული სექტორი სხვა სექტორებთან შედარებით ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია დასაქმებულთა 19%-ით. შრომის ანაზღაურება სხვა სექტორებთან შედარებით დაბალია და საშუალო მედიანური ხელფასი 800 ლარს შეადგენს. არაეფექტიანობის მთავარი წყარო საშუალო ფერმის ზომის დაბალი მაჩვენებელია, რაც 93.6% მიწათმფლობელებში 2 ჰექტარზე ნაკლებია. სწორედ იმის გამო, რომ სექტორი სხვა სექტორებთან შედარებით ეკონომიკურად წარუმატებელია და 230 ათას ადამიანზე მეტს ასაქმებს, ყველა, წარსული თუ აწმყო ხელისუფალის პოპულისტური ნაბიჯების მსხვერპლი ხდება და კონკურენტულ გარემოში განვითარებას ხელი ეშლება.

აგრარული სექტორი სარგებლობს თითქმის ყველა საგადასახადო შეღავათით, რაც თეორიულად შესაძლებელია, რომ არსებობდეს. პირველადი წარმოება დღგ-სგან გათავისუფლებულია, შეღავათებია საშემოსავლო და მოგების გადასახადზე. ამის გარდა, სექტორი ირიბი შეღავათებითაც სარგებლობს. კერძოდ, საქართველოში იმპორტის გადასახადი მოქმედებს და მისით ძირითადად სოფლის - მეურნეობის პროდუქცია იბეგრება. ეს კი ერთი მხრივ, იმპორტიორებთან შედარებით მომგებიან მდგომარეობაში ამყოფებს ქართველ ფერმერებს, ხოლო მეორე მხრივ, აზიანებს ეკონომიკურ სტიმულებს და ბაზრის კონკურენტულ გარემოში განვითარებას უშლის ხელს.

საგადასახადო შეღავათებთან ერთად, ხელისუფლებამ 2015-2023 წლებში 3.6 მლრდ ლარზე მეტი დახარჯა აგრარულ სექტორში. ერთ-ერთი მსხვილი მასუბსიდირებელი პროგრამა ერთიანი აგროპროექტია, რამაც სექტორში გაწეული ხარჯების 54%-ზე მეტი - 1.96 მლრდ ლარი შეადგინა. ერთიანი აგროპროექტი ასუბსიდირებს შეღავათიან აგროკრედიტს, სანერგე და საბაღე მეურნეობას, ნაკვეთების დაზღვევას, ქართული ჩაის და მანდარინის წარმოებას, გადამამუშავებელ პროექტებს და სხვა აქტივობებს, რომლებიც დადებითი გავლენას უნდა ახდენდნენ აგრარული სექტორის განვითარებაზე, თუმცა ამის მიუხედავად, აგრარული სექტორის საშუალო რეალური ზრდის ტემპმა 2015-2022 წლებში მხოლოდ 2% შეადგინა.

ვრცლად თემის შესახებ იხილეთ Gnomon Wise-ის მიმოხილვა: https://gnomonwise.org/ge/publications/review/125



(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები