ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალციხეში, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გასამართ "გემო ფესტთან" დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. ღონისძიების ჩატარება სამცხე-ჯავახეთში 6-7 ივნისს იგეგმება. ტენდერის, სავარაუდო, ღირებულება 337 661 ლარია.
ტენდერში მონაწილე კომპანიები ვალდებულნი არიან ჰქონდეთ:
- ბოლო სამი წლის განმავლობაში თითო არანაკლებ 250 000-ლარიანი ბიუჯეტის ოდენობის მსგავსი ღონისძიების ჩატარების გამოცდილება, მინიმუმ ორ სხვადასხვა რეგიონში;
- მსგავს ფესტივალებზე ორდღიანი ფუდკორტის ორგანიზების გამოცდილება (კერძების ადგილზე მომზადების გამოცდილებით);
რაც შეეხება თავად ღონისძიებას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მისი მიზანია, რეგიონებში გასტრო ტურიზმის განვითარება, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, რეგიონში ახალი ტურისტული პროდუქტებისა და შეთავაზებების განვითარება, ქართული "სთრითფუდის" შექმნა და ბაზარზე დამკვიდრება.
ტენდერში წინადადებების მიღება 14 აპრილის დაიწყება და 17 აპრილს დასრულდება.




























