მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„გოცირიძის“ რეაბილიტაციის დასრულება მაისში იგეგმება

620fae2188edd
თელარა გელანტია
18.02.22 18:48
897
მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე წლის მაისში იგეგმება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ღია ბაქნის გადახურვის სამუშაოები და ბაქნის ფილების სადემონტაჟო პროცესი მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი 4 700 000 ლარია.

განახლებული მეტროსადგურის გახსნამდე, მგზავრთა მომსახურების მიზნით, მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „გოცირიძემდე“, ავტობუსის დროებითი მარშრუტი - N169 ამოქმედდა.

„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული განახლებისა და რეაბილიტაციის ფარგლებში, გათვალისწინებულია სადგურის ინტერიერისა და ექსტერიერის განახლება, ხოლო რეკონსტრუქციის ნაწილში - მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის გადახურვის მოწყობა და გამაგრების სამუშაოები. კერძოდ, სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი; სადგური ადაპტირდება შშმ პირთათვის; დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა ტექტილური ბილიკები; განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურო ოთახები; რეაბილიტაცია ჩაუტარდება სადგურის, როგორც შესასვლელ ვესტიბიულს, ასევე ბაქანს; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვლება გახმოვანებისა და ელექტროსისტემები“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები