მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გოგა გულორდავამ "იმედიდან" და ელექტროსისტემიდან ხელზე ₾268 ათასზე მეტი ანაზღაურება მიიღო - დეკლარაცია

გოგა გულორდავა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალმა თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსო, რომელიც გასულ წელს მიღებულ შემოსავლებს და ფინანსურ მდგომარეობას ასახავს.

გთავაზობთ დეკლარაციაში ასახული უძრავი და მოძრავი ქონების, საბანკო ანგარიშებისა და ოჯახის წევრების მიერ წლის განმავლობაში მიღებული ანაზღაურების დეტალებს.

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა 29 იანვარს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. მან პოსტზე კახი ბექაური ჩაანაცვლა.

დეკლარაციის თანახმად, გოგა გულორდავას მეუღლე, ნათია მოლაშხია, შვილებთან და სხვა პირებთან თანასაკუთრებაში ფლობს უძრავ ქონებას თბილისში, რომელიც ჩუქების ფორმით აქვს მიღებული

  • ბინა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე (საერთო ფართობი 153,5 კვ.მ) - ნათია მოლაშხია ფლობს 33%-იან წილს, ხოლო თანამესაკუთრეები არიან ანასტასია გულორდავა (33%), ნინო გულორდავა, ელდარ მილდიანი, სანდრო ღვინჯილია, მარიამ გულორდავა, დავით ლატარია და გიორგი ლატარია.
  • არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე (საერთო ფართობი 4799 კვ.მ, შენობა-ნაგებობები N1, N2) — ნათია მოლაშხია ფლობს 2,1%-იან წილს, ხოლო შვილი ანასტასია გულორდავა 2,2%-ს. შენიშვნის სახით მითითებულია, რომ ოჯახის წევრების საკუთრებაშია ზემოაღნიშნულ შენობა-ნაგებობებში 105 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი.

ნათია მოლაშხიას საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა Mazda 3 (2022 წლის გამოშვება), რომელიც 2025 წლის 27 მარტს ნასყიდობის ხელშეკრულებით არის შეძენილი 11 000 აშშ დოლარად. სხვა ავტომობილი ოჯახის არცერთ წევრზე რეგისტრირებული არ არის.

დეკლარაციის შევსების მომენტში ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდებოდა შემდეგი ნაშთები:

გოგა გულორდავა:

  • „თი-ბი-სი ბანკი“ (დეპოზიტი): 74 403,52 ლარი
  • „თი-ბი-სი ბანკი“ (სახელფასო): 14 237,51 ლარი
  • „საქართველოს ბანკი“ (მიმდინარე): 15,62 ლარი
  • „ლიბერთი ბანკი“ (სახელფასო): 12,14 ლარი

ნათია მოლაშხია:

  • „საქართველოს ბანკი“ (მიმდინარე): 1 244,04 ლარი
  • „თი–ბი–სი ბანკი“ (მიმდინარე): 388,66 ლარი
  • „საქართველოს ბანკი“ (მიმდინარე): 100 ლარი

გოგა გულორდავა დანაზოგის სახით ფლობს ნაღდ ფულს — 23 000 აშშ დოლარს.

დეკლარაციაში ასახულია ოჯახის წევრების მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის პერიოდში შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები:

  • გოგა გულორდავა: შპს „ტელეიმედში“ მონიტორინგის და აუდიტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მიიღო 166 428 ლარი(ხელზე აღებული თანხა).
  • გოგა გულორდავა: სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ შიდა აუდიტის დირექტორის თანამდებობაზე მიიღო 101 662,53 ლარი(ხელზე აღებული თანხა).
  • ნათია მოლაშხია: შპს „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრეში“ წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე მიიღო 28 363,42 ლარი(ხელზე აღებული თანხა).

სამეწარმეო საქმიანობის ნაწილში მითითებულია, რომ ნათია მოლაშხია 2009 წლიდან რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე, თუმცა საწარმო არ არის აქტიური და წინა წლის განმავლობაში შემოსავალი (0 ლარი) არ მიუღია.

დეკლარაციაში მითითებულია საანგარიშო პერიოდში მოქმედი რამდენიმე ხელშეკრულება და მათგან მიღებული მატერიალური შედეგები:

  • იჯარა (გოგა გულორდავა): მოქმედების ვადა: 01.01.2024 - 31.12.2025. მიღებული შემოსავალი: 35 400 ლარი.
  • მანქანის რეალიზაცია (გოგა გულორდავა): ავტომობილ Honda Accord-ის (2024 წლის) ნასყიდობის ხელშეკრულებით მიღებული შემოსავალი: 50 882,2 ლარი.
  • ავტომობილის შეძენა (ნათია მოლაშხია): Mazda 3-ის ნასყიდობის ხელშეკრულებით დაფიქსირებული გასავალი: 11 000 აშშ დოლარი.
  • იპოთეკური სესხი (გოგა გულორდავა): TBC Bank-ში 2022 წელს აღებული 196 373,96 GEL-ის მოცულობის იპოთეკური სესხის მომსახურებაზე გასავალმა შეადგინა 187 364,25 ლარი.
  • სამომხმარებლო სესხები (ნათია მოლაშხია): „საქართველოს ბანკიდან“ აღებული 3 499 ლარი სესხის მომსახურებაზე გასავალი იყო 2 005,02 ლარი; ხოლო „The bank“-დან აღებული 4 000 ლარი სესხის მომსახურებაზე — 1 331,8 ლარი.
  • სხვა შემოსავალი: გოგა გულორდავამ მეგობრისგან სესხის დაბრუნების სახით მიიღო 5 000 ლარი.

დეკლარაციის მიხედვით, არასრულწლოვანმა შვილმა ბაბუისგან საჩუქრად მიიღო მობილური ტელეფონი, რომლის საბაზრო ღირებულება 3 000 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები