საპენსიო სააგენტოს უკვე ყოფილი მთავარი საინვესტიციო ოფიცერი საქმიანობას ნიკა გიალურის საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ში გააგრძელებს.
ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, შეიქმნება საინვესტიციო ბანკი, რომელიც პირველ ეტაპზე, ძირითადად, უზბეკეთის და ყაზახეთის ბაზრებზე იმუშავებს.
"ვუერთდები Reformatics-სს. მე და ნიკა გილაურმა გადავწყვიტეთ, რომ Reformatics-კაპიტალი ავაწყოთ ცენტრალურ აზიაში - ვგულისხმობთ საინვესტიციო ბანკის შექმნას. ძირითადი ბაზრები ყაზახეთი და უზბეკეთი იქნება.
მოგეხსენებათ, საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ი, ბოლო 12 წელია, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ბაზრებს ემუშავება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, დაგროვილ გამოცდილებაზე ავაშენოთ შემდეგი ეტაპი ანუ თუ აქამდე, ძირითადად, მთავრობების საკონსულტაციო სერვისები ჰქონდა Reformatics-სს, გვსურს უფრო კომპანიების მომსახურებაში გადავიდეთ. გვინდა, ავაშენოთ საინვესტიციო ბანკი, რომელიც საერთაშორისო კომპანიებს - ამერიკულ და დასავლურ კაპიტალს შეიყვანს ცენტრალურ აზიაში - უზბეკურ, ყაზახურ კომპანიებში და იქ მსხვილი და საშუალო დონის კომპანიებს დასავლური კაპიტალის მოზიდვაში მოვეხმარებით. ახლა ამის მომენტუმს ვხედავთ და ვიცით, რომ ამაზე დროის ხარჯვას იქ აზრი აქვს“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.