მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Golden Tulip Design Tbilisi-ში სტუმრებს AI-კონსიერჟი დახვდებათ - სოფო აზარიაშვილი ქალების ნარატივში

დღეს წარმატებული სასტუმრო მხოლოდ კომფორტული ნომერი და ღიმილიანი პერსონალი აღარ არის. სტუმარმასპინძლობა სისწრაფესა და მონაცემთა მართვასა არანაკლებ ეფუძნება. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ბრენდულმა სასტუმრომ Golden Tulip Design Tbilisi-მა ბაზარზე ტექნოლოგიური სიახლე დანერგა. სასტუმრომ ქართულ სტარტაპთან, CONCIERGIA-სთან თანამშრომლობით, AI-კონსიერჟის ოპერაციული პლატფორმა აამოქმედა. ეს არის სრულფასოვანი ოპერაციული ინფრასტრუქტურა: სტუმარი QR კოდის საშუალებით ასკანერებს ასისტენტს, სვამს კითხვას ან ითხოვს სერვისს ნებისმიერ ენაზე. სისტემა ამ მოთხოვნას ავტომატურად გარდაქმნის დავალებად, ანიჭებს კონკრეტულ თანამშრომელს და აკონტროლებს მის შესრულებას. დაგვიანების შემთხვევაში კი - მენეჯერს ატყობინებს. როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სასტუმროს მენეჯმენტს და რამდენად მზად არის ქართული ბიზნესი მსგავსი ტექნოლოგიური ზრდისთვის?

სტუმარი: სოფო აზარიაშვილი - Golden Tulip Design Tbilisi, მარკეტინგის დირექტორი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები