წამყვანი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომდევნო წლებში ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება. მათი პროგნოზით, 2040 წლისთვის მოთხოვნა დღეში 113 მილიონ ბარელს მიაღწევს.
შედარებისთვის, 2024 წელს ყოველდღიურად 103.5 მილიონი ბარელი ნავთობი იყიდებოდა. ისინი მიიჩნევენ მომავალი 5 წლის განმავლობაში წლიური ზრდა დღეში 0.9 მილიონი ბარელი იქნება. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, მოთხოვნის ზრდას ავიაციასა და ნავთობ-ქიმიკატების წარმოებაში ალტერნატიული წყაროების არარსებობა განაპირობებს.
ბანკის ექსპერტები ნავთობზე მოთხოვნის ზრდაში ხელოვნური ინტელექტის როლზეც საუბრობენ. მათი პროგნოზით, AI ინდუსტრია 2040 წლამდე იმ მასშტაბს მიაღწევს, როცა ცალკეულად AI ინდუსტრიის შეუფერხებელ განვითარებას დღიურად 3 მილიონი ბარელი ნავთობი დასჭირდება. თუმცა ანალიტიკოსები აზუსტებენ, რომ ეს გათვლები მხოლოდ ამჟამინდელ მოცემულობასა და საერთაშორისო ტენდენციებს ეყრდნობა. შესაბამისად, მწვანე ტექნოლოგიის “დაბრუნებამ” შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს ვითარება.




























