მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გომელაურის განცხადება, საერთაშორისო ასპარეზზე ქართულ საბანკო სექტორს ეჭვქვეშ აყენებს - მარინა გულედანი

ბანკები

ექსპერტები შიშობენ, რომ დასავლეთთან ისედაც გართულებული ურთიერთობების პირობებში, თანამდებობის პირების სანქცირების ფონზე, ოფიციალური პირებისგან უკვე მოსმენილი განცხადების მსგავსი ნარატივი საბანკო სექტორისთვის რეპუტაციულად დამაზიანებელი შეიძლება გახდეს. კაპიტალის ბაზრის ექსპერტ მარინა გულედანის თქმით, საქართველოს რამდენიმე მოქალაქეების დასანქცირებას საერთაშორისო გადარიცხვებზე გავლენა უკვე ჰქონდა, გამკაცრებულია დასავლური ბანკების მიდგომები და გაზრდილია პროცედურების დრო.

“გუშინდელი განცხადება ჩვენი შსს მინისტრის რომ მშვენივრად ვუხდით ხელფასებს, არ შეიძლება რომ ხელისუფლების წარმომადგენელს, თან მაღალი რანგის, არ ესმოდეს რომ ეს განცხადება რამდენადაც მოკლე ეფექტის მომტანია ადგილობრივ მოსახლეობაზე, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ექნება საერთაშორისო ასპარეზზე ფინანსური სექტორისთვის. წარმოიდგინეთ, უცხოური ბანკი ისმენს მინისტრის განცხადებას, რომ ჩვენ სანქციებს თავს ვარიდებთ, ვუხდით ამ ადამიანებს ხელფასს, თან არ სახელდება კონკრეტულად არცერთი ბანკი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ მთელი საბანკო სისტემა და ყველა კომერციული ბანკი შეიძლება იყო ეჭვქვეშ, რომ ამ ბანკში არის რომელიღაც ანგარიში სანქცირებული პირის და ამ ბანკთან ურთიერთობა არის სარისკო”, - ამბობს კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სანქცირებული პირები ჩვეულებრივ იღებენ ხელფასებს. ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია რომელ ბანკში იღებენ ან იღებენ თუ არა ბანკების გავლით სანქცირებული პირები ხელფასებს, თუმცა ფინანსისტები ამ მიმართულებით ვარაუდებს აკეთებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები