მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო გადარიცხვისას ბანკები დამატებით ინფორმაციას ითხოვენ, მიზეზი ამოქმედებული სანქციებია- მარინა გულედანი

მარინა გულედანი

კაპიტალის ბაზრის ექსპერტის განცხადებით, დასავლური ბანკები ითხოვენ იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე აქამდე ითხოვენ, რადგან ქვეყანაში სანქციების პრეცედენტები უკვე ფიქსირდება. ამის შესახებ მარინა გულედანმა BMG-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ შსს-ს მაღალჩინოსნების მიმართ ამოქმედებულმა სანქციებს უკვე ჰქონდა გავლენა საერთაშორისო გადარიცხვებზე.

გულედანის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ უცხოური ბანკები საქართველოს აღარ აღიქვამენ სანდოდ, რის გამოც ხდება დამატებითი დეტალების დაზუსტება. თუმცა მიღმა ამისა ექსპერტი საუბრობს გრძელვადიან ეფექტებზეც. მისი შეფასებით, თუ არსებული პოლიტიკა გაგრძელდება საპროცენტო განაკვეთები საქართველოში გაცემულ სესხებზე გაიზრდება, რადგან კომერციულ ბანკებს გაეზრდებათ საერთაშორისო საკრედიტო ხაზებთან დაკავშირებული ხარჯები.

“რამდენიმე დღის წინ განვახორციელე ფუნტში გადარიცხვა და მოხდა ისეთი რამ რაც აქამდე არასდროს არ მომხდარა, იმიტომ რომ ჩვენი ფინანსური სექტორი ჯანმრთელი არის და კარგად რეგულირებული, ამ შემთხვევაში მიმღები ბანკის წარმომადგენელმა მოითხოვა ჩემგან დამატებითი ინფორმაცია, რომ დარწმუნებულიყო ჩემს ვინაობაში და წერილში მიუთითა, რომ ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ სანქციების დაწესება მოხდა საქართველოში. კონკრეტულად არ არის მითითებული ვისზე და როგორ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ქვეყანა, საიდანაც ხორციელდება ტრანზაქცია უკვე წარმოადგენს მომატებული რისკის ქვეყანას და დამატებითი ღონისძიებები არის ჩასატარებელი იმისთვის, რომ მიმღებმა ბანკმა რამე შეცდომა არ დაუშვას გადარიცხვასთან დაკავშირებით.

წარმოიდგინეთ რამდენი გადარიცხვა ხდება, რამდენ ქვეყანაში ხდება საფინანსო სექტორი და სისტემა ვერანაირად ვერ იქნება იზოლირებული საერთაშორისო სისტემისგან. ის პოზიცია, რომ ჩვენ არ გვევალება ამის შესრულება მანამ სანამ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს, სინამდვილეში ძალიან აზარალებს მთლიანად სექტორს. სხვა საერთაშორისო, უცხოურ ბანკებს უწევთ მეტი რესურსის ჩართვა, იმისთვის, რომ ჩვენი ტრანზაქციები დაამუშაონ. ეს ვერანაირად ვერ იქნება კარგი და ცოტა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად ამ მომატებული რისკი გამოიწვევს სასესხო ურთიერთობების გადასინჯვას და საპროცენტო განაკვეთების აწევას, იმიტომ რომ ელემენტარულად უფრო მაღალი რისკის მატარებელი ქვეყანა გავხდით და არა იმიტომ რომ კომერციული ბანკები არ მუშაობენ კარგად”, - ამბობს კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები