მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google $2 მლრდ-ის ინვესტიციას OpenAI-ის კონკურენტ კომპანიაში ჩადებს

Google
სტატიაში საუბარია:

ტექნოლოგიური გიგანტი Google ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-ის შეთავაზებას დასთანხმდა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, Google მათთვის $2 მილიარდიან ინვესტიციას გამოყოფს.

შეთანხმების თანახმად, Google-ი OpenAI-ის კონკურენტ კომპანიაში უკვე ჩადო $500 მილიონიანი ინვესტიცია და $1.5 მილიარდს დროთა განმავლობაში გამოყოფს.

აღსანიშნავია, რომ Anthropic-ის ინვესტორი ტექნოლოგიური გიგანტი უკვე დიდი ხანია არის, დაფინანსება კი სტარტაპს ისეთ კონკურენტულ კომპანიებთან გათანაბრებაში დაეხმარება, როგორებიცაა ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორიც Microsoft-ია. ცალსახაა, რომ დიდი ტექკომპანიები საკუთარ აპლიკაციებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებაზე აქტიურად მუშაობენ.

Anthropic-ში მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას Amazon-იც აპირებს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის კომპანიას $4 მილიარდამდე დაფინანსებას გამოუყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები