მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google 6 ივლისიდან ოფისებს ხსნის

5ece380522586
ნათია თაქთაქიშვილი
27.05.20 23:30
851
Google აცხადებს, რომ კომპანია ქალაქების უმრავლესობაში 6 ივლისიდან ოფისებს გახსნის, რომლებიც საწყის ეტაპზე მხოლოდ 10%-ით იქნება დატვირთული. როგორც Google ვარაუდობს, კომპანია სექტემბრისთვის ოფისების თანამშრომლებით დატვირთვას 30%-მდე გაზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გმოცემა აღნიშნავს, Google-ი ყველა თანამშრომელს დამატებით 1,000 აშშ დოლარს გადაუხდის, რათა კომპანიის თანამშრომლებმა შეძლონ მათთვის სასურველი სამუშაო გარემოს შექმნა საკუთარ სახლში.

კომპანია პროგნოზირებს, რომ მათი თანამშრომლების უმრავლესობას სახლიდან მუშაობა წლის ბოლომდე მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ Google-მა და Facebook-მა თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლება მარტის დასაწყისიდან მისცეს კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები