Google ახალი პროდუქტების წარდგენას 4 ოქტომბერს გეგმავს. როგორც უცხოური მედია წერს, ყოველწლიურ ღონისძიებაზე ტექნოლოგიური გიგანტი ახალ Pixel სმარტფონს და ახალ საათს წარადგენს. კერძოდ, გასულ წელს Pixel 7-ის წარდგენის შემდეგ, წელს Pixel 8 და Pixel 8 Pro გამოჩნდება ბაზარზე. ასევე, დაგეგმილია Pixel Watch 2-ის პრეზენტაციაც. ეს Google-ის რიგით მეორე სმარტვოჩი იქნება.
ცნობისთვის, სმარტფონების ბიზნესი Google-ის შემოსავლებში მნიშვნელოვან წილს არ იკავებს. მაგალითად, Google-ის დედა კომპანია Alphabet-ის შემოსავლებიდან, რამაც მეორე კვარტალში $74.6 მლრდ შეადგინა, $58.14 Google ads-ზე მოდის, $8 - Google Cloud-ზე. მიუხედავად ამისა, კომპანია ბოლო ორი წელია აქტიურად მუშაობს სმარტფონების მიმართულებითაც.