მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google ჩინეთში კორონავირუსის გამო ოფისებს დახურავს

5e3294ecc65fd
ნათია თაქთაქიშვილი
30.01.20 13:50
1086
Google-მა გამოცემა The Verge-სთან დაადასტურა, რომ კომპანია ჩინეთში ოფისებს დროებით დახურავს. დახურვა ასევე შეეხება Google-ის ოფისებს ჰონგ-კონგსა და ტაივანში.

როგორც მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია აცხადებს მათი ოფისების დახურვა, ჩინეთის ხელისუფლების მიერ შემოღებული კარანტინის ნაწილია, რომლიც მიზანად ისახავს დაიცვას მოსახლეობა კორონავირუსის გავრცელებისგან.

კომპანია რეკომენდაციას აძლევს თავის თანამშომლებს, დატოვონ ჩინეთი და დაბრუნდნენ მშობლიურ ქვეყნებში რაც შეიძლება მალე და მინიუმ 14 დღის განმავლობაში დაკისრებული სამუშაო შეასრულონ სახლიდან.

Google-ის განცხადება უკავშირდება ვირუსის ბოლოდროინდელ ესკალაციას, რის შედაგადაც დაფიქსირებულია სიკვდილის 132 შემთხვევა და დაავადებულია 6,000 ადამინზე მეტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები