მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google-ი გერმანიაში $5.8 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს

Google
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა ტექ-გიგანტმა, Google-მა დააანონსა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანიაში $5.8 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება Google-ის ცენტრალური ევროპის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა, ფილიპ იუსტუსმა და გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბეილმა გააჟღერეს.

არსებული ინფორმაციით, კოლოსალური მოცულობის ინვესტიცია ქვეყნის მასშტაბით ქლაუდ ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის მასშტაბური მონაცემთა ცენტრების აგებას მოხმარდება. როგორც Google-ის წარმომადგენელმა განაცხადა, ერთი ახალი შენობა ფრანკფურტის სიახლოვეს, დიცენბახში აიგება. ჰანოიში მდებარე ე.წ. დატა ცენტრის მოცულობა კი გაიზრდება.

წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის მიერ გერმანიაში მსგავსი მასშტაბის ინვესტიციის დააანონსება ევროპაში პოზიციების გამყარებას, ასევე ამერიკისაგან დამოუკიდებელი ქლაუდ ინფრასტრუქტურის განვითარებას ისახავს მიზნად. გერმანიის ხელისუფლებაში მოელიან, რომ ქვეყანა მაქსიმალურად მოახერხებს Google-ის ამერიკული მონაცემთა ცენტრებისგან ჩახსნას, რაც სერვისების მიწოდების ეფექტურობაზე დადებითად აისახება.

Google-ი გერმანიაში ყველაზე დიდი ინვესტიციისთვის ემზადება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები