Google-ი ტენესის შტატში 50-მეგავატიან მცირე ზომის ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს. Kairos Power-თან თანამშრომლობით დაგეგმილი პროექტი 2030 წლისთვის დასრულდება და კომპანიას Gemini-ს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის აუცილებელი ელექტროენერგიით მოამარაგებს. უცნობია, რა მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს კომპანია ელექტროსადგურის პროექტში.
აღსანიშნავია, რომ ტენესიში დაგეგმილი მშენებლობა Google-ის ფართომასშტაბიანი პროექტის მხოლოდ მცირედი ნაწილია, რადგან კომპანიას სულ 500 მეგავატის ელექტროსადგურების აშენება აქვს დაგეგმილი. ცნობისთვის, ამ რაოდენობის ელექტროენერგიით შესაძლებელია 350,000 სახლის დენით მომარაგება.
Google-ის გადაწყვეტილებას ენერგეტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა. მინისტრმა კრის ვრაითმა აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელება AI ინდუსტრიაში ამერიკის ლიდერობას კიდევ უფრო გაამყარებს.




























