მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ი თვითმართვადი ავტომობილების მიწოდების სერვისის განვითარებას იწყებს

5e5e48c760fd2
ნათია თაქთაქიშვილი
03.03.20 21:00
980
Waymo, რომელიც ცნობილია როგორც Google-ის თვითმართვადი ავტომობილების პროექტი, მიწოდების სერვისის განვითარებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აცხადებს, Alphabet-ის შვილობილმა კომპანიამ აღნიშნული სერვისის განვითარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ინვესტორებისგან 2.25 მილიარდი აშშ დოლარი მოიზიდა.

ამ სერვისის დროს კომპანია აპირებს გამოიყენოს თვითმართვადი class 8 trucks-ი. ავტომობილების სატესტო რეჟიმში გამოცდა მიმდინარეობდა არიზონაში, ნიუ-მექსიკოსა და ტეხასში.

როგორც კომპანია აცხადებს, საჭირო სახსრების მოზიდვა შესაძლებელი გახდა შემდეგი ინვესტორებისგან: Silver Lake, Canada Pension Plan Investment Board, Mubadala Investment Company, Magna, Andreessen Horowitz და AutoNation.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები