მიმდინარე წლის მარტში Google-მა ახალი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტი - Bard - შექმნა, რითაც OpenAI-ის პოპულარულ ChatGPT-სთვის სცადა კონკურენციის გაწევა. თუმცა Bard-ის AI სისტემა დახვეწილობით ბევრად ჩამორჩებოდა ცნობილ ჩატბოტს. აღმოჩნდა, რომ Google-ის პროგრამას მომხმარებლებთან რეალისტური დიალოგის გამართვა არ შეეძლო. რამდენიმე კვირაში Google-მა თავისი ჩატბოტის ტექნოლოგიის დახვეწა სცადა, თუმცა ChatGPT საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოექცა.
სამშაბათს Google-მა ახალი გეგმა წარადგინა, რომლითაც ცდილობს, ჩატბოტების რბოლაში ChatGPT-ის გადაასწროს და Bard-ი ყველაზე პოპულარულ სერვისებს, Gmail-ს, Google doc-სა და Youtube-ს დაუკავშირა. ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ ახალი ხელსაწყო ონლაინ პროდუქტების დიდ თანავარსკვლავედში გააერთიანა. ბოლო განახლების შემდეგ, Google-ის მომხმარებლები პერსონალური ასისტენტისგან გაუმჯობესებულ სერვისს მიიღებენ, რომელიც დოკუმენტებში მთავარ პუნქტებზე მიუთითებს ან gmail-ის პლატფორმაზე გამოტოვებული წერილების წაკითხვას შეახსენებს.
Google იმედოვნებს, რომ ამ ინტეგრაციით Brad-ი თავის პოპულარობას გაზრდის. აგვისტოს მონაცემებით, ეპოქის მთავარ ჩატბოტს, ChatGPT-ის სატელეფონო თუ ვებ ვერსიას, 1.5 მილიარდი ადამიანი ეწვია, 3-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე სხვა ნებისმიერ კონკურენტს.