ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები აქტიურად იწყებენ AI-ს ინტეგრაციას უშუალოდ პლატფორმების შექმნის და კოდის წერის პროცესში.
როგორც ჩანს, Google-ის კოდის თითქმის 25%-ს ამჟამად AI წერს, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტის ყველაზე მაღალტექნოლოგიურ კომპანიაში ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე შეძლო დეველოპერების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩანაცვლება.
როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი სუნდარ პიჩაი ამბობს, ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერი სირთულის დავალების შესრულებას ახერხებს და ის როგორც დეველოპერის, ასევე ტექნიკური ასისტენტის როლშიც გამოდგება.
Google-ის დირექტორი იმასაც ამბობს, რომ დროსთან ერთად AI-ს დატვირთვა გაიზრდება და ის სამუშაოს უფრო დიდ ნაწილს აიღებს საკუთარ თავზე, რაც კომპანიის პროდუქტიულობის ზრდას და ხარჯების ოპტიმიზაციას გამოიწვევს.