მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Google-ის მოგება და შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავალმა 86.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც Google-ის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული მაქსიმუმია.
წმინდა მოგებას რაც შეეხება, ეს მაჩვენებელი ამჯერად $26.3-მილიარდიან ნიშნულზეა, რაც თითქმის $3.5 მილიარდით აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.
Google-ის სისტემაში განთავსებული რეკლამებიდან მიღებულმა შემოსავალმა $66 მილიარდს მიაღწია, ხოლო დარჩენილი თანხა კომპანიის Cloud-სერვისებზე, Android-სა და AI-მოდელებზე მოდის, რომელთაც კომპანია აქტიურად ავითარებს.
ბუნებრივია, დამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგები ინვესტორებმა დადებითად მიიღეს და კომპანიის საბაზრო შეფასება $2.16 ტრილიონამდე გაიზარდა.