მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ის სერვისების შეძენა კრიპტოვალუტით იქნება შესაძლებელი

6346a12a1d91f
გიორგი თოლორდავა
12.10.22 16:19
563
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Google-ი მორიგი მსხვილი კომპანიაა, რომელიც კრიპტოვალუტებით გადახდის სერვისს ამატებს.

აღნიშნული ფუნქციის დასანერგად Google-ი ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დალისტულ ერთადერთ კრიპტობირჟა Coinbase-თან ითანამშრომლებს, რომელიც უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი ტრანზაქციების განხორციელებაზე.

თანამშრომლობის ფარგლებში, Google-ის კლიენტები სერვისების სანაცვლოდ სასურველი კრიპტოვალუტის გადახდის საშუალებას მიიღებენ.

ტრანზაქციისათვის ნებადართული იქნება ათამდე კრიპტოვალუტის გამოყენება, მათ შორისაა: ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითკოინი და ბიტკოინ ქეში.

ექსპერტების შეფასებით, ზემოხსენებულ მოვლენას პოზიტიური გავლენა ექნება კრიპტოაქტივების ინდუსტრიაზე, რადგან ის ხელ შეუწყობს ციფრული აქტივების პოპულარიზაციას და მათ მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.


იყიდე / გაყიდე, გააგზავნე და მიიღე კრიპტოვალუტა MyCoins-ზე! ₿