მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-მა $700 მილიონის ჯარიმა უნდა გადაიხადოს და Play Store-ში წესები შეცვალოს

Google
სტატიაში საუბარია:

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი მორიგ სასამართლო დავაში დამარცხდა. უახლოეს მომავალში Google-მა 700 მილიონი დოლარის მოცულობის ფულადი ჯარიმა უნდა გადაიხადოს და თან Play Store-ში აპლიკაციების განთავსების და ტრანზაქციების გატარების წესები უნდა შეცვალოს.

აშშ-ის სასამართლოს განცხადებით, წლების განმავლობაში ტექნოლოგიური გიგანტი მომხმარებლებს ფარულ გადასახადებს უწესებდა და ტრანზაქციების გატარების სანაცვლოდ მათ იმაზე მეტ თანხას აჭრიდა, ვიდრე ეს საჭირო იყო.

გარდა ამისა, სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა Google-ის მხრიდან Play Store-ში დომინანტური ძალაუფლების გამოყენების და აპლიკაციების დეველოპერებისთვის მკაცრი მოთხოვნების დაწესების შემთხვევები.

თავად Google-ის წარმომადგენლობა ბრალდებებს არ აღიარებს, თუმცა მზად არის, რომ ჯარიმა გადაიხადოს და Play Store-შე გარკვეული წესები შეცვალოს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები