მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-მა ევროკავშირში რეკორდული, $4.7-მილიარდიანი ჯარიმის გაუქმების საქმე წააგო

google
სტატიაში საუბარია:

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ Google-ის წინააღმდეგ დაკისრებული €4.1 მილიარდის ($4.67 მლრდ.) ოდენობის ჯარიმა ძალაში დატოვა. როგორც ირკვევა, ევროპის უმაღლესმა სასამართლომ ტექნოლოგიური გიგანტის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ პირველმა ინსტანციამ სასჯელი კომპანიას ანტიმონოპოლიური ქმედებებისა და მობილურ ბაზარზე Android-ის დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენების გამო დააკისრა. შეხსენებისთვის, სმარტფონების მწარმოებლებთან გაფორმებული წინასწარი ინსტალაციის ხელშეკრულებებით Google-ი უპირატესობას საკუთარ აპლიკაციებს ანიჭებდა. შესაბამისად, სხვა ბრენდების ალტერნატიული პროგრამები ახალ მოწყობილობებს ავტომატურად არ მოჰყვებოდა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ ტექნოლოგიურ გიგანტს რეკორდული ჯარიმა ჯერ კიდევ 2018 წელს დააკისრა. მოგვიანებით, 2022 წელს კი ევროკავშირის ქვედა ინსტანციის სასამართლომ სანქციის თავდაპირველი მოცულობა €4.34 მილიარდიდან ამჟამინდელ €4.1 მილიარდამდე შეამცირა.

Google-ში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები