მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-მა ისტორიაში პირველი დივიდენდის გაცემა და აქციების გამოსყიდვა დააანონსა

#TECHINFORM - Google-ის დაფუძნების და წარმატების ისტორია
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა ფენომენალური ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა და კომპანიის არსებობის ისტორიაში პირველი დივიდენდის გაცემა დააანონსა.

როგორც ცნობილია, ინვესტორები კომპანიის თითოეული აქციის სანაცვლოდ 20 ცენტის მოცულობის დივიდენდს მიიღებენ. გარდა ამისა, Google-ის ხელმძღვანელობამ საფონდო ბირჟიდან 70 მილიარდი დოლარის მოცულობის აქციების უკან გამოსყიდვა დააანონსა, რაც კიდევ უფრო მეტად ხელს უწყობს კომპანიის აქციების ზრდას.

რაც შეეხება ფინანსურ შედეგებს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Google-მა 80 მილიარდ 540 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც თითქმის $2 მილიარდით მეტია წინასწარ პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით. თუკი ამ შედეგს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავლები თითქმის 15%-ით არის გაზრდილი, რაც ყველანაირი პარამეტრით გასაოცარი შედეგია.

Google-ის მოგება ამჟამად 23.6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ეს კი წინა წელთან შედარებით 57%-იან ზრდას წარმოადგენს.

კომპანიის ასეთი მკვეთრი ზრდა მის სერვისებზე მოთხოვნის ზრდით და Google-ის ხელოვნური ინტელექტის, Gemini-ს განვითარებით არის განპირობებული.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი სუნდარ პიჩაი აცხადებს, Google-ის ჭეშმარიტი ზრდა სწორედ ახლა იწყება, რადგან AI-ს დახმარებით ტექნოლოგიური კომპანია მსოფლიოს შეცვლას კიდევ ერთხელ შეძლებს.

ცხადია, ასეთი შედეგები ინვესტორებმა უაღრესად პოზიტიურად მიიღეს და ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში Google-ის აქციების ღირებულება 12%-ით გაიზარდა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად $2 ტრილიონს უახლოვდება.