ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა ნიდერლანდებში დამატებით 640 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გაავრცელა.
როგორც ცნობილია, კომპანია ახალი data-ცენტრს ააშენებს, რომელიც 125 ადგილობრივს დაასაქმებს და თავად ამ ობიექტის მიზანი Google-ის ხელოვნური ინტელექტის გამოკვება იქნება.
2014 წლიდან მოყოლებული, Google-ს ნიდერლანდებში დაახლოებით $4 მილიარდის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.