მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-მა რეკორდული მოგება და შემოსავალი მიიღო

#TECHINFORM - Google-ის დაფუძნების და წარმატების ისტორია
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა გასულ 2023 წელს რეკორდული მოგება და შემოსავალი მიიღო.

ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომპანიამ 307 მილიარდი დოლარის შემოსავლის გენერირება შეძლო, რაც 9%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. რაც შეეხება მოგებას, მან $74 მილიარდი შეადგინა, რაც 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

კომპანიის ფინანსური შედეგების გაუმჯობესება საძიებო სისტემაზე მოთხოვნის ზრდით და ხელოვნური ინტელექტის ბუმით არის განპირობებული. მოგეხსენებათ, გასულ წელს Google-მა საზოგადოებას ChatGPT-ის მთავარი კონკურენტი Bard-ი წარუდგინა, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარდა ამისა, ტექნოლოგიურმა გიგანტმა ახალი ნეირონული ქსელი, Gemini შექმნა, რომელიც მორგებულია როგორც სმარტფონებსა და პერსონალურ კომპიუტერებს, ასევე Data-ცენტრებს.

ამ ფინანსურ შედეგებზე შთამბეჭდავი ის ფაქტია, რომ Google-ს გლობალური საძიებო ბაზრის 90% უჭირავს, რაც დომინაციის ფენომენალური მაჩვენებელია და კომპანიის წარმატება სწორედ ამ მოცემულობაზე დგას.

ამჟამინდელი მდგომარეობით, Google-ის მშობელი კომპანიის, Alphabet-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ 760 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთწლიან პერიოდში 40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.