ამერიკულმა Google-მა ხელოვნური ინტელექტის ახალი, ღია კოდის მქონე მოდელების სერია - Gemma 4 ოფიციალურად გამოუშვა. ტექნოლოგიური მახასიათებლებით, აღნიშნული მოდელი ბაზარზე არსებულ ანალოგებს მნიშვნელოვნად აღემატება. ამასთან, სისტემა მონაცემთა დამუშავების უპრეცედენტო სისწრაფესა და სიზუსტეს უზრუნველყოფს.
პლატფორმა დეველოპერებს ფართო შესაძლებლობებსა და მოქნილ ინსტრუმენტებს სთავაზობს. რაც მთავარია, Gemma 4-ის გამოყენება ლოკალურად, საკუთარ კომპიუტერში, ლეპტოპსა თუ სმარტფონშია შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს არ მოუწევთ ძვირად ღირებული ტოკენების შეძენა და სენსიტიური ინფორმაციის Cloude-ზე ატვირთვა, რადგან Gemma 4 გამოთვლებს უშუალოდ მოწყობილობის შიგნით, უინტერნეტოდ ახორციელებს.
Google-ის ეს ახალი AI-პროდუქტი ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებასა და ხელოვნური ინტელექტის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებით, ლოკალური AI იმდენად მოქნილია, რომ მალე მისი ჩაშენება ყველა ციფრულ მოწყობილობაში იქნება შესაძლებელია.
რაც მთავარია, Gemma 4-ს ყველა ძირითადი მოდალობა აქვს და ის აგენტური ფუნქციით არის აღჭურვილი, რაც მას ამჟამად პლანეტის საუკეთესო ღია მოდელად აქცევს.




























