მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google Maps-ის დახმარებით ესპანეთში მკვლელობა გამოიძიეს

Google Maps

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Google ბევრი რამითაა ცნობილი, მაგრამ კომპანიის მიერ შექმნილი ერთ-ერთი მთავარი აპლიკაცია მაინც Google Maps-ია, რომელიც ციფრული რუკების ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა მსოფლიოში. Google Maps-ში ბევრი საინტერესო ფუნქციონალია, მათ შორის ერთ-ერთი დიდი საძიებო სისტემა და Google Street View — ფუნქციონალი, რომლითაც კონკრეტული ქუჩების დათვალიერება ისეთნაირად შეიძლება, თითქოს იქ ხარ. თავად ეს შესაძლებელია სამგანზომილებიანი ფოტოგადაღების მეშვეობით, რასაც Google-ი სპეციალური კამერებით აღჭურვილი ავტომობილებით უზრუნველყოფს.

ამ მხრივ, ესპანეთში საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა, რადგან Google Street View-ზე ატვირთული სურათის დახმარებით ესპანეთის პოლიციამ დიდი ხნის გაუხსნელი სისხლის სამართლის დანაშაული გახსნა. თავის დროზე, ქალაქ ტახუეკოში 33 წლის მამაკაცი გაუჩინარდა და პოლიციამ ეჭვმიტანილებად ერთი ქალი და მისი ყოფილი პარტნიორი აიყვანეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ საქმეში ერთ-ერთი მტკიცებულება Google Street View-დან ამოღებული ფოტო გახდა, სადაც ჩანს ადამიანი, რომელიც ავტომობილის საბარგულში რამდენიმე ტომარას დებს. ესპანეთის პოლიციის მტკიცებით, ამ ტომარებში გაუჩინარებული ადამიანის დანაწევრებული სხეული იყო ჩალაგებული.

თავად Google-ის ეს ფუნქციონალი საკმაოდ მნიშვნელოვანი და პოპულარულია, რადგან ადამიანები მას იყენებენ, როგორც კონკრეტული ადგილების წინასწარ სანახავად და მოგზაურობის უკეთესად დასაგეგმად, ასევე უბრალოდ გასართობად. ბოლო დროს, Google Street View-ზე დაყრდნობით სოციალურ ქსელებში საინტერესო ტენდენცია ჩამოყალიბდა. Google-ის ამ ფუნქციონალს ონლაინთამაში GeoGuessr-ში ვხვდებით, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულია. მოთამაშე მსოფლიოს რომლითაც წერტილში ხვდება და Google-ის სურათებით საკუთარი ადგილმდებარეობა უნდა ამოიცნოს — რაც უფრო სწრაფად და ზუსტად იზამს ამას მოთამაშე, მით მეტ ქულას მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები