სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ფულადი ჯილდო მიიღეს. შესაბამის განკარგულებას ხელი "ოცნების" მთავრობის პრემიერმა მოაწერა.
დოკუმენტის მიხედვით, ჯილდო ჯამში 9 თანამშრომელზე გადანაწილდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 38 774 ლარი გამოიყო.
ვინ და რა რაოდენობის თანხას მიიღებს?
განკარგულების თანახმად, ფულადი ჯილდოები შემდეგნაირად ნაწილდება:
- საშტატო ნუსხით დასაქმებული 3 თანამშრომელი: ჯამში 21 316 ლარი.
- არასაშტატო ნუსხით დასაქმებული 6 თანამშრომელი: ჯამში 17 458 ლარი.
თითოეული თანამშრომლისთვის გაცემული თანხა მათი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს 80%-ს შეადგენს.
მთავრობის განკარგულებაში ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლად მითითებულია:
„თანამშრომლებზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულება და მათი შრომის სათანადოდ დაფასება“.
აღნიშნული ხარჯი სააგენტოს 2025 წლის ბიუჯეტიდან დაიფარება.
გრანტის მართვის სააგენტო გასულ წელს შეიქმნა და მის თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დაინიშნა.




























