მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის დამშვიდებისთვის ამ კანონის მიღებაა საჭირო - პრემიერი

ირაკლი კობახიძე

პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე თვლის, რომ "რუსული კანონის" მიღებას რამდენიმედღიანი დისკომფორტი მოჰყვება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფილი იქნება მშვიდობა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

" იმისათვის, რომ ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში დავამშვიდოთ ეს ქვეყანა არის აუცილებელი ამ კანონის მიღება. რა თქმა უნდა იქნება აქციები დღეს, მესამე მოსმენისას, ვეტოს დაძლევის დროს, მაგრამ ჩვენ, თუ გავიტანთ ყველაფერს და რა თქმა უნდა, გავიტანთ ამ კანონს ამ შემთხვევაში იქნება რამდენიმედღიანი დისკომფორტი, მაგრამ ჩვენ, წლების განმავლობაში დავაზღვევთ ამ ქვეყანას რადიკალიზმისგან. ეს არის ძალიან პრინციპული, ეროვნული ამოცანა. ჩვენ გვჭირდება პოლარიზაციის დაძლევის და გრძელვადიანი მშვიდობისთვის ამ კანონის მიღება" - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, კობახიძემ თქვა, რომ "ენჯეოებისა“ და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალობა გამოიყენება მათ მიერ იმგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლებიც ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად ეწინააღმდეგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები