მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრემ ბრუკი: ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება მეტ სიცხადეს შეიტანს ქმედებებში, უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას და დააბრუნებს მათ ქონებას

სს
25.10.24 00:17
674

"ატლანტიკური საბჭოს" "ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის" (DFRLab) დირექტორი გრემ ბრუკი „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების – სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩხრეკის ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც მან "აქცენტისთვის" მიწოდებულ პასუხში აღნიშნა, იმედოვნებს, რომ "საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს ქმედებებში, უზრუნველყოფს ორგანიზაციის თანამშრომლების უსაფრთხოებას და დააბრუნებს მათ ქონებას".

"24 ოქტომბრის დილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, "ატლანტიკური საბჭოს" „ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის“ (DFRLab) ორი თანამშრომლის სახლებში რეიდები განახორციელეს და მათ ელექტრონული მოწყობილობები ჩამოართვეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას არ დაუკავებია და არც ბრალი წაუყენებია.

"ატლანტიკური საბჭო" ღრმად არის შეშფოთებული მომხდარის გამო და ამ ფაქტის გავლენით თანამშრომლების მუშაობაზე საქართველოში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. ჩვენი ქართველი კოლეგები – სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი არ არიან აფილირებული რომელიმე პარტიასთან და დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ მუშაობას ეწევიან, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის დაცვას და განმტკიცებას მათგან, ვინც ძირს უთხრის მას ონლაინ სივრცეებში, კვლევები, მათ შორის დაკავშირებულია უცხოური გავლენის მცდელობებთან, მარგინალიზებული თემების სამიზნედ ქცევასთან და სხვა სახის ონლაინ ზიანთან.

ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს ქმედებებში, უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას, დააბრუნებს მათ ქონებას და საშუალებას მისცემს, გააგრძელონ თავიანთი წვლილის შეტანა ქართულ დემოკრატიაში.

"ატლანტიკური საბჭო" დიდი ხანია, მხარს უჭერს დემოკრატიულ და დამოუკიდებელ საქართველოს და მის მისწრაფებებს, შეუერთდეს ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინსტიტუტებს. DFRLab აქვეყნებს კვლევას, რომელიც ხაზს უსვამს დისკურსის და ობიექტური ინფორმაციის მნიშვნელობას, როგორც თავისუფალი, ღია და დემოკრატიული ქვეყნების საფუძველს.

"ატლანტიკური საბჭო" გააგრძელებს მუშაობას საქართველოში თავისი მისიის სულისკვეთებით, რათა ჩამოაყალიბოს გლობალური მომავალი პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს", – აცხადებს გრემ ბრუკი.

ცნობისთვის:საგამოძიებო სამსახური ატლანტიკური საბჭოს (Atlantic Council) თანამშრომლების - სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლებში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. საგამოძიებო სამსახური ასევე შევიდა, ამერიკული ბიზნესსერვისების კომპანია Concentrix Georgia -ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები