მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gross Energy Group-ი მცირე ჰესების მშენებლობას იწყებს

63a2aa0a05908
თელარა გელანტია
21.12.22 17:44
1127
Gross Energy Group-ი, რომელიც კომპანიებს ელექტროსადგურების პროექტების საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურებას უწევს, საქმიანობის პროფილს აფართოებს. როგორც bm.ge-ს კომპანიის ფინანსურმა მენეჯერმა ირაკლი ტყებუჩავამ განუცხადა, Gross Energy Group-ი მცირე ჰესების მშენებლობას იწყებს.

მისივე ინფორმაციით, შემდეგ წელს ორი მცირე ჰესის სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებენ. ინვესტიციის ჯამური მოცულობა $5 მილიონამდეა.

„ჩვენ სულ გვჯეროდა ამ დარგის და ვფიქრობთ, სირთულეების მიუხედავად, აუცილებელია, არ გავჩერდეთ და განვითარება არ შევწყვიტოთ. ამიტომ მომავალი წლიდან უკვე საკუთარი მცირე ჰესების მშენებლობის დაწყებას ვგეგმავთ. გვსურს, ვაჩვენოთ ინვესტორებსაც, რომ სწორი კომუნიკაციით, დღეს შესაძლებელია პროექტის უპრობლემოდ განხორციელება.

ერთი მცირე ჰესი, რომელსაც ავაშენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტშია, მეორე - აჭარაში. ჯამურად, ორივე ჰესის დადგმული სიმძლავრე 4 მეგავატამდეა, ინვესტიციის მოცულობა კი, $5 მილიონი იქნება. ორივე პროექტზე შეთანხმება მიღწეულია და მომავალ წელს მშენებლობის აქტიურ ეტაპზე ვიქნებით“, - თქვა ირაკლი ტყებუჩავამ.

ენერგეტიკის სექტორში არსებული ე.წ. „უძრაობის 5 წლის“ შემდეგ, Gross Energy Group-ში იმედოვნებენ, რომ დარგის მხარდამჭერი CFD მექანიზმის ამოქმედება ინვესტიციებზე დადებითად აისახება.

„ახალი დადგენილების მოლოდინში დარგი შეჩერებული იყო... ამ ბოლო პერიოდში ენერგეტიკის სექტორი გააქტიურდა და ეს აისახა ჩვენი კომპანიის დაკვეთებზეც - წინარე ტექნიკური კვლევების ჩატარებაზე ათეულობით შეკვეთა მივიღეთ“, - აღნიშნა ირაკლი ტყებუჩავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები