მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GT Motors-მა კიდევ ერთი ლიმიტირებული მოდელი წარადგინა | BMW XM Label Red Limited უკვე საქართველოშია

ჯითი
08.02.24 19:29
369

„ჯი-თი მოტორსმა“ საქართველოში კიდევ ერთი ლიმიტირებული მოდელი BMW XM Label Red Limited ჩამოიყვანა. ეს გამორჩეული ავტომობილი მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 500 ერთეულია წარმოებული.

BMW-ს ბაზარზე ხელახლა შემოსვლის შემდეგ, სულ რაღაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეს უკვე მესამე ლიმიტირებული მოდელია, რომელიც „ჯი-თი მოტორსმა“ ქართველ მომხმარებლებს წარუდგინა.

ექსტრავაგანტული BMW XM Label Red Limited აერთიანებს M HYBRID სისტემასა და ექსკლუზიური დიზაინის დეტალებს, რაც კიდევ უფრო მეტად ხაზს უსვამს მოდელის გამორჩეულ შესრულებას. ავტომობილს აქვს plug-in ჰიბრიდული V8 ძრავა, რომელიც 748 ცხენის ძალასა და 1000 ნმ მაბრუნს გამოიმუშავებს. ეს ლიმიტირებული გამოშვება ყველაზე მძლავრი BMW M-ის მოდელია, რაც კი ოდესმე შექმნილა.

მისი უნიკალური დიზაინის მახასიათებლებით BMW XM Label Red Limited-ს აქვს ექსტროვერტული აურა. ექსტერიერის ინდივიდულიზმის შესაქმნელად კი გამოყენებულია BMW Individual Frozen Carbon Black Metallic და Toronto Red Metallic საღებავები, რაც ავტომობილს მიმზიდველ ეფექტს აძლევს და განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მომხმარებლებს შორის. Label Red-ის ექსკლუზიურობის აღსანიშნავად, მოდელის ცენტრალურ კონსოლზე გამოსახულია გრავირებული სიმბოლო „1/500“.

„ჯი-თი მოტორსი“ BMW-სა და MINI-ს ბრენდებს ოფიციალურად 2022 წლის 1-ელი სექტემბრიდან წარმოადგენს. 2023 წელს კი კომპანიამ 440-ზე მეტი ერთეული BMW-სა და MINI-ს ავტომობილი გაყიდა.

პირველი მოდელი, რომელიც „ჯი-თი მოტორსმა“ ბაზარზე წარადგინა და შემოსვლისთანავე გაყიდა ლიმიტირებული M5 CS იყო, რაც მსოფლიო მასშტაბით აღსანიშნავი და უნიკალური ფაქტია. ხოლო 2023 წელს კომპანიამ ასევე ლიმიტირებული BMW M3 CS ჩამოიყვანა საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები