Take-Two Interactive-ის შვილობილმა კომპანიამ Rockstar Games-მა ლეგენდარული თამაშის, Grand Theft Auto-ს ფრენჩაიზის მე-6 ნაწილის ფასი განსაზღვრა. როგორც ირკვევა, სტანდარტული ვერსია $79.99-ად იქნება ხელმისაწვდომი, სპეციალური ვერსიის ფასი კი $99.99 იქნება.
ძვირადღირებული პაკეტის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს ექსკლუზიური ტრანსპორტის, იარაღისა და სპეციალური ტანსაცმლის ქონის საშუალება ექნება.
აღსანიშნი ფაქტია, რომ კომპანიის გადაწყვეტილებით საწყის ეტაპზე თამაშის ონლაინ ვერსია არ გამოვა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ მისი სტანდარტული ვერსია იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, გაირკვა ისიც, რომ GTA VI-ის დისკები ფიზიკური ფორმით ბაზარზე აღარ გამოჩნდება და მათ ერთჯერადი კოდები ჩაანაცვლებს. შესაბამისად, თითო ფიზიკური ასლის შემძენს წვდომა ექნება ერთ კოდზე, რომელსაც მხოლოდ ერთ ანგარიშზე, ერთ მოწყობილობაზე გაააქტიურებს. დეველოპერებმა ეს გადაწყვეტილება ფაილის დიდი მოცულობით ახსნეს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პროდუქტი ოფიციალურად 19 ნოემბერს PlayStation 5-ზე, PS5 Pro-ზე, Xbox Series X-ზე და Xbox Series S-ზე გამოვა. წინასწარი შეკვეთების მიღება 25 ივნისიდან უკვე დაიწყო. ციფრული ვერსიის მფლობელები თამაშის წინასწარ ჩამოტვირთვას 12 ნოემბრიდან შეძლებენ.
რაც შეეხება სიუჟეტს, ამ მხრივ მხოლოდ მცირედი ინფორმაციაა ცნობილი. ვიცით, რომ მოქმედება გამოგონილ ქალაქ Vice City-ში ვითარდება, მთავარი გმირები კი ჯეისონ დუვალი და ლუსია კამინოსი არიან.

























