„გთხოვთ, აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი NATO-ს სტანდარტებს არ შეესაბამება“ - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა NATO-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ რეალური ქმედებებისა და უსაფრთხოების რეალური გარანტიების შექმნისკენ მოუწოდა. წერს Ukrinform-ი.
„ომის ასეთი თვის შემდეგ ჩვენი სამხედროებისთვის გთხოვთ ამას - რუსეთის წინააღმდეგ ასეთი ომის შემდეგ გთხოვთ, მეტჯერ არასდროს, არასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი NATO-ს სტანდარტებს არ შეესაბამება. ჩვენ ვაჩვენეთ რისი გაკეთება შეუძლია ჩვენს სტანდარტებს და რამდენი შეგვიძლია გავიღოთ ევროპისა და მსოფლიოს საერთო უსაფრთხოებისთვის, რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ჩვენი, თქვენი ღირებულებები აგრესიისგან დავიცვათ. NATO-მ ჯერ კიდევ საჩვენებელი აქვს ხალხის გადარჩენისთვის რისი გაკეთება შეუძლია ალიანსს.
უნდა აჩვენოთ, რომ ეს სინამდვილეში ყველაზე მძლავრი სამხედრო გაერთიანებაა მსოფლიოში და მსოფლიო იცდის. უკრაინა ძალიან ელის ამას. ელის რეალურ ქმედებებსა და უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს მათგან, ვისი სიტყვაც ნდობას იმსახურებს და ვისი ქმედებასაც მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია. ყველა წინადადება მაგიდაზეა. ჩვენი საჭიროებებიც მაგიდაზე დევს - მშვიდობა ჩვენ ახლავე გვესაჭიროება. პასუხი მხოლოდ თქვენზეა“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა NATO-ს უკრაინისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკის გადაცემის თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.




























