გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აკრძალვა რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო დაწესდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.