მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გუდაური საქართველოს სხვა მთის კურორტებს აფინანსებს“ - მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია

63da0e0bc5d3c
თინათინ ნატმელაძე
01.02.23 16:22
1077
მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია აცხადებს, რომ კურორტ გუდაურს დღიურად 12 000 სტუმრის მიღება შეუძლია, თითოეული მათგანი კი საშუალოდ 1 000 დოლარს ხარჯავს. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

„გუდაური არის საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ზამთრის კურორტი და ის სხვა ზამთრის კურორტებს აფინანსებს, იმიტომ, რომ გადის მოგებაზე და გუდაურის შემოსავლებით უკვე სვანეთი, ბაკურიანი და გოდერძი ფინანსდება. ეს შემოსავლები მოდის ბიზნესის გადასახადებისგან და საბაგიროს ბილეთების გაყიდვისგან, რომლითაც გუდაური წლებია ლიდერია.

ჩვენ დღიურად 12 000 სტუმრის მიღება შეგვიძლია, ეს მხოლოდ იმ ობიექტებში, რომელიც ბიზნესად არის რეგისტრირებული და გადასახადს იხდის, თორემ ამის იქითაც არიან კერძო პირები, რომლებიც სახლს ტურისტებზე აქირავებენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გუდაურში ყველაზე მაღალ გადამხდელუნარიანი ტურისტები გვსტუმრობენ, ძირითადად ევროპიდან.

საერთო ჯამში, ეს მონაცემები ნიშნავს იმას, რომ გუდაური ძალიან მნიშვნელოვანია ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტისთვის“, - განაცხადა მირანდა ესაკიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები