მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გუდაური სქი რესორტსის” 2023-2024 წლის ზამთრის სეზონის სიახლეები - მაკო ჩიკოიძე ქალების ნარატივში

35 წლის წინ, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე სათხილამურო კურორტ გუდაურისა და სასტუმრო მარკო პოლოს ისტორიის წერა დაიწყო. ზუსტად ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ პირველი სასტუმრო, სათხილამურო ბილიკი და საბაგირო გაიხსნა, რამაც გუდაურის, როგორც კურორტის ინფრასტრუქტურულ შენებას ჩაუყარა საფუძველი.1988 წლიდან სასტუმრო მარკო პოლო იყო ადგილი, რომელიც გუდაურში სტუმრობასთან ასოცირდებოდა და აქტიურად ნერგავდა ტრადიციულ ქართული სტუმარმასპინძლობის კულტურას ევროპულ სტანდარტებთან ერთად. ამ სტანდარტებს მარკო პოლო არც 35 წლის შემდეგ ღალატობს და დღესაც, თავისი სერვისებით, ხარისხით, მუდმივად განვითარებითა და სიახლეების დანერგვით, ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის ტიტულსაც ატარებს. წლევანდელ სეზონს მარკო პოლო ძალიან ბევრი სიახლით ხვდება და თუ რა სიახლეებია და რა დახვდება ადგილზე ჩასულ დამსვენებელს?

სტუმარი: მაკო ჩიკოიძე - ,, გუდაური სქი რესორტსის" ბიზნესის განვითარების დირექტორი;

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები