საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გუდაურის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა თითოეულ ოჯახს სახელმწიფო 100 000 ლარს გამოუყოფს.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რა დროსაც სამძიმარი გამოუცხადა ოჯახებსა და შს სამინისტროს.
გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო ჩვენ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები დავკარგეთ. ამ მფრინავებს კარგად ვიცნობდი. მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს სამინისტროს ხელმძღვანელობას. ეს დიდი ტრაგედიაა.
სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს და თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს. ასევე გამონაკლისის სახით ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე, ექიმებისთვის გამონაკლისის სახით 100 000 ლარს გამოუყოფს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.




























