8 ივნისიდან ყველა ტიპის სასტუმროს, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმება გაირეს და რომელზეც დადებითი დასკვნა გაიცა. მიუხედავად ამისა, რიგი სასტუმროები, რომლებიც ძირითადად უცხოელ ტურისტებზე იყო გათვლილი, დახურულია.
მაია მურაჩაშვილი, რომელიც რამდენიმე სასტუმროს მენეჯერია და ამავე დროს ტურისტულ კომპანიასაც წარმოადგენს, bm.ge-თან ამბობს, რომ სასტუმროებისგან განსხვავებით ტურისტული კომპანიების გაიდლაინები ბუნდოვანია, რის გამოც ტურისტულ კომპანიებს ქვეყანაში ტურისტები ვერ შემოჰყავთ. მურაჩაშვილს კონკრეტული მაგალითი მოჰყავს და აცხადებს, რომ ტურისტული კომპანიების ასოციაცია შესაბამის მიმართვას უკვე ამზადებს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს გადაეგზავნება.
„გუდაურში არცერთ სასტუმროს არ ვხსნი. არ ვხსნი იმიტომ, რომ ჩვენთან და არავისთან არ არის დადასტურებული ჯავშნები. სასტუმროს ფუნქციონირება საკმაოდ მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული; აქედან გამომდინარე, თუ არ იქნება დადასტურებული შემოსავალი, სასტუმროებს არ ვხსნი, არავინ არ გახსნის. გუდაურის სასტუმროები ზაფხულში ძირითადად მუშაობენ უცხოელ ტურისტებზე. ტურისტები კი ვერ შემოჰყავთ ტურისტულ კომპანიებს იმიტომ, რომ არ არის ნათელი გაიდლაინები.
მაგალითად გადმოკვეთის შემთხვევაში რა რეგულაცია უნდა გაიაროს ტურისტმა და თუ თერმოსკრინინგით ვინმეს დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, ასეთ შემთხვევაში რა ხდება. პროტოკოლი როგორც მითითებულია გაიდლაინში, ამაზე პასუხს არ გვცემს ანუ გადადის მთელი ჯგუფი გამოკვლევაზე თუ მხოლოდ ერთი ადამიანი გადადის და ვინ იხდის ამ თანხებს - ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ შემზადებული გვყავდეს ჩვენი უცხოელი პარტნიორები“, - აცხადებს მურაჩაშვილი.